საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26 ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ, ,,დინამოს’’ ცენტრალურ თავდამსხმელ ნიკოლა მარავიჩის (31. 07.89, 211 სმ) თამაში მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხე წრის მომდევნო, მეორე ტურშიც სათუოა.
ამის შესახებ worldsport,ge-ს ,,დინამოს’’ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში მარავიჩმა ხელის მტევნის ტრავმის გამო ,,ოლიმპთან’’ შეხვედრა გამოტოვა. მომდევნო ტურში ,,დინამოს’’ მეტოქე ,,ბათუმი’’ იქნება.







