კალათბურთი

22:26 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ოლიმპმა“ აუტსაიდერობას თავი დააღწია

ამ ტურის შეხვედრებში მოასპარეზე გუნდებს რეგულარულ ჩემპიონატში გასხვავებული მიზნები აქვთ. ,,რუსთავმა“ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა ფლეი-ოფში თამაში, რაც შეეხება ,,ოლიმპს“, ეს გუნდი სუპერლიგაში დარჩენისათვის იბრძვის. მას ამ შეხვედრამდე ,,მგზავრებთან“ ერთად თანაბარი ქულები ჰქონდა და გათამაშების ცხრილში მეშვიდე-მერვე ადგილებს ინაწილებდა.

რაღა თქმა უნდა, გამარჯვება მასპინძლებს უფრო სჭირდებოდათ. ლეონიდ ივატინის შეგირდებმა პროგრამა -მინიმუმი შეასრულეს, გაიმარჯვეს 85:77 და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე აუტსაიდერობას თავი დააღწიეს.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრის პირველი მეოთხედი ,,ოლიმპმა“ ერთი ქულის სხვაობით 22:21 მოიგო, მეორე მეოთხედში ,,ოლიმპის“ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და დიდ შესვენებაზე 8 ქულიანი სხვაობით გავიდა 46:38.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ზუსტად შეძლეს პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება, 85:77 დაამარცხეს მეტოქე და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

ორივე გუნდის შემადგენლობაში 23-23 ქულით ყველაზე შედეგიანები ,,ოლიმპის“ ლიდერი რეზო როგავა და ,,რუსთავის“ ცენტრალური თავდამსხმელი სერგო ათუაშვილი იყვნენ. ათუაშვილმა დაგროვილ ქულებს 10 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა სერგოს ამერიკელმა თანაგუნდელმა ტომი სპანოლომ, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 15 მოხსნაა.

,,ოლიმპი“- ,,რუსთავი“ 85:77 (22:21, 24:17, 23:22, 16:17)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166724