კალათბურთი

21:40 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,დელტამ“ ლიდერობა შეინარჩუნა

კალათბურთში ა ლიგის მესამე დასკვნითი წრე ერთპიროვნულ ლიდერ მარნეულის ,,დელტასა“ და აღნიშნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ ,,არენა 76“-ს მატჩით გაიხსნა.

შეხვედრა უაღრესად დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედი 55:55 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩია ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სუპერლიგის დებიუტანტმა ,,დელტამ“ მოიგო და 7 ქულით დაწინაურდა 79:72. დარჩენილ დროში ,,დელტამ“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სტუმართა გუნდის ამერიელი ლეგიონერი როდერიუს ლუისი იყო, რომელმაც 39 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. მისმა თანაგუნდელმა პიტერ ალექსისსმა 18 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულდა.

მასპინძელთა შორის 23 ქულითა და 9 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი დეანდრე რეიმ აჩვენა.

,,დელტა“-,,არენა 76“ 97:92 (33:29, 22:26, 24:17, 18:20)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174841