კალათბურთი

23:10 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სეუ-ს პირველი გამარჯვება

კალათბურთში ა-ლიგის მეთოთხმეტე ტურის მეორე შეხვედრაში ერთპიროვნულმა აუტსაიდერმა სეუ-მ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ,,წყალტუბოს’’ უმასპინძლა.

რადგან მასპინძლებს ზედიზედ 13 შეხვედრა ჰქონდათ წაგებული და თან ხუთი კალათბურთელით თამაშობდნენ, ფავორიტად სტუმრები ითვლებიდნენ. პროგნოზის საპირისპიროდ, შეხვედრა სეუ-ს უპირატესობით დაიწყო და მისივე გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 109:82. ამ შედეგს მხოლოდ ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მიმდინარე სეზონში სეუ-მ პირველი გამარჯვება მოიპოვა, თორემ რომელიმე გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 57 ქულა სეუ-ს ცენტრალურმა თავდამსხმელმა დავით მაისურაძემ დააგროვა. 12 ქულით, 15 მოხსნითა და 24 პასით სამმაგი დუბლი გიორგი ცხოვრებოვმა შეასრულა. ბილი ალიევი(14 ქულა, 10 მოხსნა) და ვიქტორ კოღუაშვილი(10 ქულა, 16 მოხსნა) კი ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ.

სტუმართა მხრიდა 32 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი კანდელაკი იყო. 13 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გუჯა ბირკაიამ შეასრულა.

რაც შეეხება სეუ-ს ხუთი კალათბურთელით თამაშსს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დებულებიდან გამომდინარე, მატჩის მონაწილე თითოეული გუნდის განაცხადში არაუმეტეს 12 კალათბურთელი უნდა იყოს შეყვანილი. მატჩში მონაწილეობისათვის კი არანაკლებ 10 კალათბურთელი უნდა იყოს მზად. ათზე ნაკლები თითოელი კალათბურთელის სანაცვლოდ გუნდი ვალდებულია ჯარიმის სახით 100 ლარი გადაიხადოს. გამოდის რომ სეუ-ს ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა მოუწევს.

სეუ - ,,წყალტუბო’’ 109:82 (34:22, 21:19, 21:21, 33:20)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093557