ა-ლიგის მე-14 ტური მეორე ადგილისათვის მებრძოლი "თსუ-ჰიუნდაისა" და ,,არენა 76’’-ის მატჩით დასრულდა.
შეხვედრა ფავორიტად მიჩნეული "თსუ-ჰიუნდაის" უპირატესობით დაიწყო, რომელიც პირველი მეოთხედის შემდეგ 27:16 დაწინაურდა. ამის შემდეგ ,,არენა 76’’ გააქტიურდა, რომელმაც მეოთხე მეოთხედში ანგარიში ჯერ გაათანაბრა და შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა.
დასკვნითი მეოთხედის მეოთხე წუთის ბოლოს ,,არენა 76’’ პირველად დაწინაურდა 72:71. დარჩენილმა დრომ გარდამალი უპირატესპობით ჩაიარა და არავინ იცოდა გამარჯვება ვის დარჩებოდა. ბოლო წამებზე ფორტუნამ "თსუ-ჰიუნდაის" გაუღიმა, რომელმაც ორი ქულის სხვაობით 87:85 შეძლო მეტოქის დამარცხება. "თსუ-ჰიუნდაის" ამ მოგებით ვადაზე ადრე შეძლო მეორე ადგილის დაკავება.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,არენა 76’’ წევრმა პიტერ ალექსისმა აჩვენა, რომელმაც 26 ქულითა და 24 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. "თსუ-ჰიუნდაის" მხრიდან თავი სანდრო სანაძემ და დავით აფხაზავამ გამოიჩინა, რომლებმაც 21-21 ქულა დააგროვეს.
"თსუ-ჰიუნდაი" - ,,არენა 76’’ 87:85 (27:16, 23:24, 21:25, 16:20)







