ფეხბურთი

19:50 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დაბრუნება წარსულში: ლეგენდების “ელ კლასიკო” და რონალდინიოს no-look პასი (+VIDEO)

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ერთმანეთს “ბარსელონასა” და “რეალის” ლეგენდების გუნდები დაუპირისპირდნენ.თამაში კატალონიელ ვეტერანთა გამარჯვებით დასრულდა - 3:2. მატჩი მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ამ დიდ სანახაობას სტადიონის ტრიბუნებიდან 38 000-მა გულშემატკივარმა მიადევნა თვალი.

“ბარსელონადან” დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა რონალდინიომ, რომელმაც სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელმა განსაკუთრებით ლამაზად პირველი გოლის დროს იმოქმედა, როდესაც ჩვეულ სტილში მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ლუდოვიკ ჟიული და ფრანგმაც ანგარიში გახსნა. კატალონელთაგან ჟიულიმ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი პორტუგალიელმა სიმაუ სამბროზამ გაიტანა. რაც შეეხება “რეალს”, “სამეფო კლუბის” მხრიდან გოლები ფერნანდო სანსმა და ხავი გერერომ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ლეგენდები ზაფხულში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ – 30 ივნისს, “კამპ ნოუზე” “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდების წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165409