კალათბურთი

22:30 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ბათუმმა’’ აუტსაიდერობას თავი დააღწია

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-აუტის პირველი წრის მეორე შეხვედრა ბათუმში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს აუტსაიდერები ,,ბათუმი’’ და ,,ოლიმპი’’ დაუპირისპირდნენ.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე გულშემატკივრები დაძაბულ თამაშს ელოდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. ზღვისპირელებმა დამაჯერებელი ანგარიშით 93:78 შეძლეს მეტოქის დამარცხება, ,,ოლიმპს’’ ერთი ქულით გადაასწრეს და აუტსაიდერობას თავი დააღწიეს.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მალე მასპინძლები დაწინაურდნენ და პირველი მეოთხედი 31:17 მოიგეს. მეორე მეოთხედში ,,ოლიმპი’’ გააქტიურდა და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე დაიყვანა 42:47. მეორე ტაიმში უპირატესობას ისევ ,,ბათუმი’’ დაეუფლა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი სტუმართა ამერიკელმა ლეგიონერმა ტრე ბურნეთმა აჩვენა, რომელმაც 24 ქულითა და 11 მ ოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მასპინძელთა შორის, ოცი ქულით, ყველაზე შედეგიანი უკრაინელი ლეგიონერი ილია შემოსიუკი იყო.

პირველი წრის მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.

,,ბათუმი’’ - ,,ოლიმპი’’ 93:78 (31:17, 16:25, 23:16, 23:20)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090441