კალათბურთი

22:00 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის აეკ-მა "პანათინაიკოსის" დამარცხება კვლავ ვერ შეძლო

კალათბურთში საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში აეკ-მა პირველი მატჩი "პანათინაიკოსთან" სტუმრად 70:80 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა ათენურ დერბიში 27 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა.

დიქსონთან ერთად 10-ქულიანი ზღვარი კიდევ ორმა კალათბურთელმა გადალახა, ეს კი წარმატებისთვის საკმარისი არ გახლდათ. პირველი ტაიმი მაიკლის გუნდმა 4 ქულით მოიგო, თუმცა მასპინძლებმა გარდატეხა მაინც შეიტანეს. აეკ-ს "პანათინაიკოსთვის" 2008 წლის შემდეგ მოგებული არ აქვს. სერიის მეორე მატჩს აეკ-ი შინ 14 მაისს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089196