ავტოსპორტი

2:34 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო ინდი 500-ის სარბოლო ავტომობილს დაიტოვებს

ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ ავტომობილი, რომლითაც ინდი 500-ის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, მასვე დარჩება. ფ1-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, „მაკლარენ/ანდრეტის“ გუნდის „დალარა-ჰონდათი“ 28 მაისის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, ზუსტად იმ დღეს, როცა ფორმულა 1-ში მონაკოს დიდი პრიზის რბოლა გაიმართება.

ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ალონსომ განაცხადა, რომ სარბოლო ავტომობილის მისთვის დატოვებას, კონტრაქტი ითვალისწინებს. ესპანელი მრბოლი მას საკუთარ მუზეუმში მოათავსებს, რომელიც ასტურიასში (ესპანეთი) მდებარეობს: „რბოლის შემდეგ, მანქანა მე დამრჩება. მას მუზეუმში დავაყენებ. 2004 წლიდან მოყოლებული, ყველა ავტომობილი, რომლებითაც რბოლებში ვმონაწილეობ, ჩემს მუზეუმში დგება. ამას კონტრაქტები ითვალისწინებს. გამონაკლისი არც ეს მანქანა იქნება“, - ამბობს ალონსო.

ესპანელი მრბოლი დასძენს, რომ ახალ სარბოლ ავტომობილთან შესაგუებლად დრო დასჭირდა: „ის საკმაოდ განსხვავებულია. მას ასიმეტრიულად მომართვა სჭირდება და განხვავებულად იმართება. თუმცა, პირველი ტესტების ბოლოს, მასში უკვე საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი თავს. იმედი მაქვს, რომ პრაქტიკებზე, როცა ტრასაზე სხვა პილოტებიც იქნებიან, მეტ თავდაჯერებულობას გამოვიმუშავებ და გავიგებ, რა სჭირდება მანქანას რა მჭირდება მე უკეთ მოსამზადებლად“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095529