ტურინის "იუვენტუსმა" კოპა იტალია მეთორმეტედ მოიპოვა, რაც ამ მხრივ რეკორდულია. საგულისხმოა ისიც, რომ ზედიზედ სამჯერ ეს ტურნირი არავის მოუგია. აქიდან გამომდინარე იტალიურმა გამოცემა Goal.com-მა საინტერესო კოლაჟი გააკეთა - ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ აღმართეს იტალიის თასი:
1. რობერტო მანჩინი - 7 (5 "სამპდორიაში", 2 "ლაციოში"

2. გორან პანდევი - 5 (2 "ინტერში", 1 "ლაციოში", 2 "ნაპოლიში")

3. დეჟან სტანკოვიჩი - 5 (4 "ინტერში", 1 "ლაციოში")

4. ფრანჩესკო ტოლდო - 5 (2 "ფიორენტინაში", 3 "ინტერში")

5. ჯუზეპე ფავალი - 5 (2 "ინტერში" , 3 "ლაციოში")

6. რომეო ბენეტი - 5 (2 "მილანში", 1 "იუვენტუსში" და 2 "რომაში")

7. ივან კორდობა - 4 ("ინტერში")

8. მარკო მატერაცი - 4 ("ინტერში")

9. ხავიერ ძანეტი - 4 ("ინტერში")
10. ესტებან კამბიასო - 4 ("ინტერში")

11. ხუან სებასტიან ვერონი 4 (1 "პარმაში", 1 "ლაციოში" და 2 "ინტერში")

12. სანიშა მიჰაელოვიჩი - 4 (2 "ლაციოში" და 2 "ინტერში"

13. ჯანლუკა ვიალი 4 - (3 "სამპდორიაში" და 1 "იუვენტუსში")

14. პიეტრო ვერხოვოდი - 4 ("სამპდორიაში")

15. დარიო ბონეტი 4 (3 "რომაში" და 1 "იუვენტუსში")

16. რობერტო პრუზო - 4 ("რომაში")

17. კარლო ანჩელოტი - 4 ("რომაში)

18. ჯანი რივერა - 4 ("მილანში")

19. კარლ ჰაინც შნელინგერი - 4 (3 "მილანში" და 1 "რომაში"

20. ჯანლუიჯი ბუფონი - 4 (3 "იუვენტუსში" და 1 "პარმაში")








