ავტოსპორტი

1:33 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა რბოლისას სითხის მიღებაზე უარი თქვა

ლუის ჰამილტონმა გამოაცხადა, რომ რბოლის დროს უარი თქვა ბოთლის გამოყენებაზე, რომლითაც რბოლის დროს დაკარგული სითხის მარაგს ივსებს ხოლმე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „მერსედესის“ სარბოლო ავტომობილი W08 იმაზე მეტს იწონის, ვიდრე ინჟინრები ისურვებდნენ. პილოტთან ერთად, მისი წონა ახლოსაა დასაშვებ მინიმუმთან (728 კგ). თუმცა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ რბოლებისას ბალასტის გამოყენება გახდეს შესაძლებელი.

გუნდმა სეზონის პირველ ხუთ რბოლაში შეძლო წონის შემცირება, მაგრამ არა იმდენად საკმარისად, რომ ბალასტის გამოყენება დაეწყო. ბალასტი ინჟინრებს ავტომობილის უკეთესად დაბალანსებაში ეხმარება. მის გარეშე კი სხვადასხვა ტიპის ტრეკების მახასიათებლების შესაბამისად, მანქანის მომზადება გართულებულია.

ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ „ფერარიმ“ შეძლო „მერსედესთან“ ტოლსწორად მეტოქეობა და მისი სებასტიან ფეტელი ჩემპიონატსაც კი ლიდერობს. ჰამილტონი თავისი გადაწყვეტილებით, 1-2 კილოგრამით ამსუბუქებს ავტომობილს, რაც მას რბოლის დასაწყისში, მცირე უპირატესობას ანიჭებს. ალბათ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რბოლის მიწურულს, გუნდთან რადიოთი საუბრისას, ჰამილტონს გახშირებული სუნთქვა ჰქონდა. სხვათა შორის, ნარბოლევს ჰამილტონმა თქვა, რომ დაძაბული რბოლის დროს, წონაში დაახლოებით ორი კილოგრამი დაიკლო.

„ზოგ რბოლაში საწვავს ვზოგავთ, ზოგჯერ სხვა პრობლემებს ვებრძვით. მაგალითად, სოჭში მანქანა გადახურდა და ამის გამო, მაქსიმალურად ვერ ვირჯებოდი. დღევანდელ რბოლაში სტარტიდან ბოლომდე, სრულად დავიხარჯეთ. ასეთ რბოლებში, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ყველა ხერხს იყენებ. საბურავების პირველი შეცვლის შემდგომი მონაკვეთი, როცა სებასტიანის სიახლოვეს დარჩენას ვცდილობდი, ნამდვილი მკვლელი მომენტი იყო. წონის შესამცირებლად, მანქანაში სასმელი არ მქონდა და მთელი რბოლის განმავლობაში, ორგანიზმში სითხის შევსებას ვერ ვახერხებდი. ამიტომ, რბოლის შემდეგ, როცა თანაგუნდელებთან გადავხტი, ჩემი პულსი ჭერს მისწვდა. არ ვიცი, ასე ისევ მოვიქცევი თუ არა. მეტისმეტად დავიღალე“, - ყვება ჰამილტონი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134245