ფეხბურთი

1:00 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ეიბარმა” იოელი გამოისყიდა

“ეიბარმა” 28 წლის მეკარის იოელ როდრიგესის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

იოელმა აწ უკვე დასრულებული სეზონი “ეიბარში” იჯარის წესით ჩაატარა, ხოლო მის სატრანსფერო უფლებებს “ვალენსია” ფლობდა. “ღამურებმა” ესპანელი კიპერის სანაცვლოდ 750000 ევრო მიიღეს.

როდრიგესმა გასულ სეზონში “ეიბარის” კარი 30-ჯერ დაიცვა, 39 გოლი გაუშვა და 8 მშრალი შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16671