ფეხბურთი

0:45 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

და სილვამ “ჰალი” დატოვა

მარკო და სილვა “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. აღნიშნული ინფორმაცია “ვეფხვების“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

39 წლის სპეციალისტს კლუბში დარჩენას და მუშაობის გაგრძელებას სთავაზობდნენ, თუმცა მან “ჰალის“ პრემიერლიგიდან გავარდნა საკუთარ თავზე აიღო და გადადგომა არჩია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი “ჰალს“ 5 იანვარს ჩაუდგა სათავეში. მის ხელში კლუბი ოდნავ უკეთესად ათამაშდა, მაგრამ პრემიერლიგაში დასარჩენად ეს საკმარისი არ გამოდგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.19623