ჭადრაკი

0:32 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავამ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა

ერთი ტურიც და დასრულდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ,, მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები“, რომელსაც რუსეთის ქალაქი კირიშიში მასპინძლობს.

ბოლოსწინა, მეათე ტურში ქართველმა მოჭადრაკემ ნიკოლოზ კაჭარავა გამოკვეთილ აუტსაიდერ კირილ შიოტკინს (1591, რუსეთი) შეხვდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა მოჭადრაკემ დაგეგმილი ქულა აიღო, რადგან ამ შეხვედრამდე შიოტკინს ზედიზედ 9 პარტია ჰქონდა წაგებული.

კაჭარავამ ათი ტურის შემდეგ სამნახევარი ქულა დააგროვა და მიხეილ ნიკიტენკოსთან ( 2408,ბელარუსია) ერთად მეათე-მეთერმეტე ადგილებს ინაწილებს.

ბოლო, მეთერთმეტე ტურში ნიკოლოზი ასპარეზობის ერთ-ერთ ლიდერს, კირილ შუბინს ( 2287, რუსეთი) ეთამაშება, რომელსაც 7 ქულა აქვს და არამ აკოპიანთან (2449, სომხეთი) ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096389