ფეხბურთი

17:22 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ლიგა, უხვგოლიანი მეშვიდე ტური

ორკვირიანი შესვენების შემდეგ, “მოყვარულთა თასი 2017”-ის ფარგლებში, 3-4 ივნისს თბილისის ლიგა განახლდა.

უმაღლესი ლიგის ტური უჩვეულოდ უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა. ცენტრალურ შეხვედრაში „სსგ აფხაზეთმა“ მოულოდნელად, იოლად, 5:1 სძლია ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერ „სეუს“ და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. „უქიმერიონმა“ 5:4 იმარჯვა „35-ე თბილისთან“ და ამ გამარჯვებით პირველი ადგილი გაიმყარა. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „ნახალოვკას“ ნახევარმცველი გიორგი ჩივაძე გახდა.

პირველ ლიგის ცენტრალურ შეხვედრებში ლიდერმა „დადიანმა“ „გლდანთან“ 3:0 იმარჯვა. ხოლო, „ქომაგებმა” 2:0 „ სკ ვენდისთან“. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „დადიანის“ შემტევი ბექა ხარატიშვილი გახდა.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100054