"ფენერბაჰჩეს" საფეხბურთო გუნდს მომდევნო ორი წლის განმავლობაში თურქი სპეციალისტი აიკუტ ქოჯამანი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
52 წლის სპეციალისტი დიკ ადვოკაატის შემცვლელად მიიყვანეს, რომელმაც ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. აიკუტი "ფენერბაჰჩეში" აქამდეც მუშაობდა 2010-დან 2013 წლამდე.







