“ბარსელონა” პორტუგალიელი ნახევარმცველის ანდრე გომეშის გაშვებას არ აპირებს – იუწყება ცნობილი კატალონიური გამოცემა El Mundo Deportivo.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით “იუვენტუსმა” და რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა მიმართა, თუმცა პორტუგალიელი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში შედის და მისი შენარჩუნება სურს.
შეგახსენებთ, რომ გომეში “ბარსელონას” გასულ ზაფხულს “ვალენსიადან” 35 მილიონ ევროდ შეუერთდა, თუმცა მთლად წარმატებული სეზონი არ ჰქონია და მის გასხვისებაზე ბევრი საუბარი მიდიოდა. ანდრემ გასულ სეზონში “ბლაუგრანას” მაისური 47-ჯერ მოირგო და 3-3 გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა.





