23 წლის ქართველი თავდამსხმელი ოთარ კვერნაძე ოდესის "ჩერნომორეცში" ვარჯიშობს. ამის შესახებ უკრაინულმა Football24-მა დაწერა.
კვერნაძე ქუთაისის "ტორპედოში", "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში" თამაშობდა. ბოლოს "დინამოში" იყო, მაგრამ კახა კაჭარავას გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. ჩემპიონატში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და ისიც შეცვლებზე.









