“სუონსის” ესპანელი თავდამსხმელი ბორხა ბასტონი სამშობლოში დაბრუნდა. “მალაგას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი ანდალუსიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადაბარგდა.
ბასტონი უელსურ კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ინგლისურ ფეხბურთს ვერ მოერგო და ერთი სეზონით ესპანეთში დაბრუნება ამჯობინა. მას “გედებთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.
ბორხამ გასულ სეზონში პრემიერლიგაში 18 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.





