კალათბურთი

0:05 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ერევანში ყაზახეთი დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი სრულფასოვანი მატჩი გამართა სომხეთში და 10 ქულის სხვაობით - 57:47 გაიმარჯვა. ქართველებს გუშინ პირველი მატჩის ჩამთავრება არ დასცალდათ. სომეხ თანატოლთა ნაკრებთან მატჩის მე-3 პერიოდში ფარის კონსტრუქცია დაზიანდა და შეხვედრა ვეღარ გაგრძელდა.

ყაზახეთთან მატჩი სხვა - სპორტკომპლექს „მიკას“ დარბაზი დანიშნეს და შეხვედრაც უპრობლემოდ წარიმართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ყაზახებს პირველი პერიოდი 19:14 მოუგო და დიდი შესვენებისთვის კვლავ 5 ქულით ლიდერობდა. მესამე მეოთხედში ქართველებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს - გუნდური თამაშის წყალობით ათწუთეული 18:10 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 13 ქულით დაწინაურდნენ.

ბოლო მეოთხედში ყაზახებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს და შეხვედრაც ქართველების 10-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. 11 ქულით ჩვენს ნაკრებს ლევან გოგალაძემ ულიდერა. 9-9 ქულა ერთბაშად სამმა კალათბურთელმა - ვილი ისიანმა, ლადო ფურცხვანიძემ და დავით აფხაზავამ მიითვალეს. 7 ქულა დაგროვდა ნიკა დარბაიძის ანგარიშზე.

ხვალ, დილის 11 საათზე ქართველები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც ავტობუსით თბილისისკენ გამოემგზავრებიან.

ყაზახეთი U20 - საქართველო U20 47:57 (14:19, 11:11, 10:18, 12:9)

საქართველო: გოგალაძე (11), ბაბილოძე, ცირეკიძე (5), დარბაიძე (7), ფურცხვანიძე (9); ქავთარაძე (2), ისიანი (9), ფევაძე (6), აფხაზავა (9), გიორგაძე, ნუცუბიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097911