ჩოგბურთი

12:15 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის წყვილთა თანრიგში მელომ და კუბოტმა გაიმარჯვეს

უმბლდონის წყვილთა თანრიგში გამარჯვებული ლუკაშ კუბოტისა და მარსელო მელოს წყვილი გახდა. პოლონელმა და ბრაზილიელმა, რომელებიც მეოთხე ნომრად იყვნენ განთესილები, ოლივერ მარახი და მათე პავიჩი 5:7, 7:5, 7:6, 3:6, 13:11 დაამარცხეს. ბოლო სეტში 11:11-ზე მატჩი კორტის გადახურვის გამო შეჩერდა და როგორც აღმოჩნდა შესვენება კუბოტსა და მელოს აშკარად წაადგათ.

აღნიშნული გამარჯვებით თითოეულმა ჩოგბურთელმა 200 000 გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა. ასევე, ორშაბათს წყვილთა განახლებულ რეიტინგში სამხრეთამერიკელი ჩაუდგება სათავეში. პოლონელი 4 ადგილით დაწინაურდება და მეოთხე პოზიციაზე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095889