ფეხბურთი

23:19 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ისევ დოლიძე, ისევ ლამაზი გოლები

34 წლის გრიგოლ დოლიძემ მორიგი ლამაზი გოლები გაიტანა. ქუთაისის "ტორპედომ" მისი დუბლით პირველივე ტაიმში შეიქმნა ჰანდიკაპი და საბოლოოდ, 2:1 მოიგო კიდეც "საბურთალოსთან". თბილისელთაგან გოლი ბოლოს, მსაჯის დამატებულ წუთებზე გაიტანა გიორგი ხარაიშვილმა.

დოლიძის გოლებს რაც შეხება: გუგა ფალავანდიშვილმა გააყოლა კარგი პასი ფლანგზე, დოლიძეც შეიჭრა საჯარიმოში და გარე ტერფით აჭრა ბურთი შორეულ კუთხეში - 1:0. რვა წუთში კი ლევან კუტალიამ მოიპოვა საჯარიმოს უფლება და დოლიძემ ცოცხალ კედელს ტექნიკურად გადაატარა ბურთი - 2:0.

ხარაიშვილმა კი კოხრეიძის პასის შემდეგ ახლოდან შეაგდო. ისე, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა, საბურთალოელებს შეეძლოთ უფრო ადრე გაეტანათ და თამაში დაეძაბათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

23 ივლისი. 21:00. თბილისი. დავით პეტრიაშვილი

საბურთალო (თბილისი) - ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (0:2)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი (ლაკვეხელიანი 46), მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი (ქოჩორაშვილი 73), თარხნიშვილი, ხარაიშვილი, გვარაძე, კოხრეიძე, შინდაგორიძე (მუეცი 55)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ადამაძე, გ.გურული, გიგაური, ქიმაძე, კუხიანიძე (ბაბუნაშვილი 66), ფალავანდიშვილი, კუტალია, კაპანაძე (კუჭუხიძე 70), დოლიძე (კორობკა 77)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 0:1 დოლიძე (27), 0:2 დოლიძე (35), 1:2 ხარაიშვილი (90+2)

გაფრთხილება: ხარაიშვილი (73) - გიგაური (20), კუტალია (78)

მსაჯი: ხორავა

0.166503