ფეხბურთი

22:55 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კრისტალ პალასმა” “აიაქსის” მცველი გაიფორმა

ამსტერდამის “აიაქსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხაირო რიედევალდი კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს. “კრისტალ პალასის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი “შელჰარსტ პარკზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ “აიაქსმა” 9 მილიონი ევრო მიიღო.

რიედევალდი “აიაქსის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობდა. მან გასულ სეზონში ამსტერდამული გრანდის მაისური 32-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103344