ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველი აბდელჰაკ ნური კომადან გამოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჰოლანდიური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. 20 წლის ფეხბურთელს ახლა სუნთქვა დამოუკიდებლად შეუძლია. გარდა ამისა, ნურის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ტვინის დაზიანება ჯერ კიდევ სერიოზულია.
შეგახსენებთ, აბდელჰაკ ნურიმ “ვერდერისა” და “აიაქსის” ამხანაგური მატჩისას გონება დაკარგა და იქედან მოყოლებული კომაში იმყოფებოდა.









