ფეხბურთი

23:36 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაქსი როდრიგესი ურუგვაიში ითამაშებს

ვეტერანი ნახევარმცველი მაქსი როდრიგესი კარიერას ურუგვაიში განაგრძობს. არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი “პენიაროლის” ღირსებას დაიცავს.

36 წლის მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მაქსი “პენიაროლს” “ნიუელს ოლდ ბოისიდან” უფასოდ შეუერთდა.

როდრიგესი არგენტინის ნაკრებში 2003-2014 წლებში თამაშობდა და 57 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. ის კარიერის განმალობაში ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიც მადრიდის “ატლეტიკო” (2005-2010) და “ლივერპული” (2010-2012) არიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091591