ფეხბურთი

18:33 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემმა” ფლეტჩერი გაასხვისა

“ვესტ ჰემმა” ახალგაზრდა თავდამსხმელი ეშლი ფლეტჩერი “მიდლსბროში” გაყიდა. ტრანსფერი ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გარიგების ღირებულება 7,3 მილიონი ევროა.

ფლეტჩერი გასულ სეზონში “ვესტ ჰემის” ძირითად გუნდში 20-ჯერ (სულ 490 წუთი) გამოჩნდა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090981