საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მესამე შეხვედრა გამართა და ისევ წააგო. არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი გუნდი ამჯერად ჯგუფის ფავორიტ ხორვატიას დაპირისპირდა და 13 ქულის სხვაობით 49:62 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ნიკა ჩეჩელაშვილი იყო 16 ქულით, კახა ჟღენტმა კი 11 ქულა ჩააგდო.
ქართველი კალათბურთელები ტურნირის სტარტზე ისლანდიასთან 79:92 დამარცხდნენ, ბელარუსთან - 63:97. მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრებს 1 აგვისტოს ბულგარეთთან ელის, 2 აგვისტოს კი ჯგუფურ ეტაპს უნგრეთთან დაპირისპირებით დაასრულებენ.

gbf.ge







