საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიულ კილცბურგში მიმდინარე ტურნირის პირველსავე ეტაპზე დამარცხდა. ნიკა მსოფლიო რეიტინგის 157-ე ნომერთან ავსტრიელ სებასტიან ოფნერთან 5:7 0:3 მარცხდებოდა, რა დროსაც თამაში შეწყვიტა.
პირველ სეტში ნიკა 2:0-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა მალევე გაანიავა. ბასილაშვილს რამდენიმე კარგი შანსქი ჰქონდა მეტოქის ჩაწოდების აღების, მაგრამ გადამწყვეტ სიტუაციაში, ან ავსტრიელი კარგად თამაშობდა, ან თავად ქართველი ჩოგბურთელი უნებლიე შეცდომას უშვებდა.
შარშან ნიკა აღნიშნული ტურნირის ფინალში გახლდათ, რაც იმას ნიშნავას, რომ ბასილაშვილი შემდეგ ორშაბათს განახლებულ რეიტინგში საკმაოდ უკან დაიხევს.







