საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ილიას ზუროსის შეგირდებმა ნახევარფინალში ლატვიის გუნდი მძიმე ბრძოლაში 73:69 დაამარცხა. განვლილ შეხვედრაში ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო, გიორგი შერმადინი, რომელმაც 27 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.
გადამწყვეტ მატჩში საქართველო ლიტვის და პოლონეთის გუნდებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა 5 აგვისტოს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.










