ეროვნული ლიგა 2-ის 21-ე ტურის ბოლო მატჩში მოულოდნელობა არ მომხდარა. მეორეადგილოსანმა "რუსთავმა" 3:0 მოუგო აუტსაიდერ "ზუგდიდს".
ორი გოლი გაიტანა გუნდის ლიდერმა და ლიგა2-ის საუკეთესო ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ. ორივე შორიდან, მათ შორის, ერთი საჯარიმო დარტყმით. სიჭინავას 17 გოლი აქვს აქტივში და ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზეა. რუსთაველთაგან მესამე გოლი ვაჟა ციცქიშვილმა გაიტანა.
რუსთავი - ზუგდიდი 3:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0 სიჭინავა (21, 34), 3:0 ციცქიშვილი (69)
| 1. | მერანი | 21 | +31 | 49 |
| 2. | რუსთავი | 21 | +25 | 45 |
| 3. | სიონი | 21 | +7 | 40 |
| 4. | გაგრა | 21 | +12 | 36 |
| 5. | სამგურალი | 21 | +1 | 34 |
| 6. | ვიტ ჯორჯია | 21 | +4 | 30 |
| 7. | გურია | 21 | -13 | 22 |
| 8. | ცხინვალი | 21 | -15 | 19 |
| 9. | მეშახტე | 21 | -26 | 13 |
| 10. | ზუგდიდი | 21 | -26 | 11 |


მერანი
რუსთავი
სიონი
გაგრა
სამგურალი
ვიტ ჯორჯია
გურია
ცხინვალი
მეშახტე
ზუგდიდი






