სხვა

21:50 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო იაპონიასთან დამარცხდა და ცხრილში დაქვეითდა

საქართველოს ხელბურთის 19-წლამდელთა ნაკრები, იაპონიის ამავე ასაკობრივ ნაკრებთან, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში დიდი ანგარიშით 30:22 დამარცხდა.

მატჩი ორივე გუნდმა თანაბრად დაიწყო და საყაიმო ანგარიში ფიქსირდებოდა, თუმცა პირველი ტაიმის პირველი ნახევარი ქართველებმა 3:8 დათმეს. მეორე ნახევარი კი შედარებით კარგად დაიწყეს. მატჩის 23-ე წუთზე ხელბურთელთა ნაკრების მეკარემ, გიორგი ხარაიშვილმა საკუთარი კარიდან გაიტანა გოლი, მაშინ როდესაც იაპონელთა შეტევა მოიგერია და მშვიდად გადაგზავნა ბურთი მეტოქეთა ცარიელ კარში და სხვაობა 4 ბურთამდე შეამცირა - 11:7.

მატჩის 28-ე წუთზე იაპონელთა 26-ე ნომერმა რუსტამოვს სახეში ხელი ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი დაიმსახურა. დაახლოებით ერთ წუთში ამომავალი მზის ქვეყანა მოედანზე 5 კაცით დარჩა, მიზეზი კი კვლავ რუსტამოვტან საჯარიმოში უხეშად თამაში იყო.

პირველი ტაიმი იაპონელთა სასარგებლოდ 14:9 დასრულდა.

მეორე ნახევარი ბექა ორჯონიკიძის შეგირდებმა შედარებით კარგად დაიწყეს და ბურთთა სხვაობა 2-მდეც კი დაიყვანეს, თუმცა მეორე ტაიმის პირველ ნახევარში გუნდს წითელი ბარათის გამო ერთ-ერთი ლიდერი ერეკლე არსენაშვილი გამოაკლდა და საქართველოს ნაკრებმა დაცვით ტაქტიკას მიმართა, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

ყველაზე დიდი ჩამორჩენა იაპონიის ნაკრებთან 8 ქულა გახლდათ. მეორე ტაიმი კი ქართველებმა პირველთან შედარებით უფრო შედეგიანად დაასრულეს 16:13, თუმცა საბოლოო ანგარიშზე ამან დიდი გავლენა ვერ მოახდინა. მატჩი 30:22 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ ორივე გუნდში საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს. საქართველოს ნაკრებიდან ლუკა ბულბულაშვილი, ხოლო იაპონელთაგან სუეოკა გამოარჩიეს. ამ უკანასკნელმა დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 10 გოლი დააგროვა.

რაც შეეხება B ჯგუფს, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ცხრილში საქმე გაირთულა.

ისლანდიას და გერმანიას ორ-ორი მოგება დაუგროვდათ და ცხრილის სათავეში მოექცნენ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრები 11 აგვისტოს, 18:00 საათზე ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

1. გერმანია - 4 ქულა 76:41

2. ისლანდია - 4 ქულა 53:46

3. იაპონია - 2 ქულა 54:48

4. საქართველო - 2 ქულა 50:54

5. ჩილე - 0 ქულა 44:66

6. ალჟირი - 0 ქულა 43:65

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161557