საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის მერიის თასის გათამაშების პირველ მატჩში ჩეხეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ 7-ქულიანი სხვაობით ამარცხებს.
შეხვედრის პირველი პერიოდი თანაბარი გამოდგა და 20:20 დასრულდა, ხოლო მეორე პერიოდში უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა და ტაიმი 45:38 დასრულდა.
პირველი ტაიმის შემდეგ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელიაა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულაა. 8 ქულას მოუყარა თავი ზაზა ფაჩულიამ, ხოლო გიორგი შერმადინმა 7 ქულა ჩააგდო.
სტუმართაგან, ყველაზე მეტი 8-8 ქულა ჯერჯერობით კრუბანს და პეტერკას აქვთ ჩაგდებული.
გუნდების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
საქართველო: დიქსონი, ფაჩულია, შენგელია, ცინცაძე, მარკოიშვილი
ჩეხეთი: აუდა, პეტერკა, ბოაჩიკი, კრუბანი, სატორანსკი









