სხვა

21:44 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ისლანდიასთან განადგურდა

საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა, საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე შეხვედრა გამართა ისლანდიის ამავე ასაკობრივ ნაკრებთან და დიდი ანგარიშით 25:42 დამარცხდა.

დღევანდელ შეხვედრაში ბექა ორჯონიჯიძის შეგირდები, ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე სუსტად გამოიყურებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებს წინა შეხვედრრაში მიღებული წითელი ბარათის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ერეკლე არსენაშვილი ვერ დაეხმარა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის კოშმარული გამოდგა. მეტოქემ 2-ჯერ მეტი გაგვიტანა და ქართველებს შეტევის განხორციელების საშვალება თითქმის არ ჰქონდა. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ ნახევარზე მეტოქის მოგერიებას ცდილობდა. რაც დაფიქსირებულ ანგარიშშიც თვალნათლივ ჩანს – 24:8.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ქართველები მეტი ბრძოლის უნარიანობით გამოირჩეოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის თანაბარი კონკურენცია იყო. ადამიანებმა, რომლებმაც მხოლოდ მეორე ტაიმს უყურეს, ვერ იფიქრებდნენ, რომ პირველ ნახევარში გადაგვიარეს. მეორე ტაიმის მონაგარი კი - 18:17-ა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთი სხვაობით ამ ჩემპიონატზე არ წაუგია.

რაც შეეხება მატჩის საუკეთესო მოთამაშეებს, ქართველთაგან 24-ე ნომერი ზურაბ გოგავა გამოარჩიეს, რომელმაც 4 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ისლანდიელთაგან საუკეთესოდ 13-ე ნომერი ვალდიმარსი დასახელდა. მის ანგარიშზე კი 9 გოლია.

გოლები

საქართველო: მიქავა 2, ბაინაზიშვილი 2, ბულბულაშვილი 3, ვრება 5, ლაპიაშვილი 3, თიელიძე 2, გოგავა 4, იობაშვილი 1.

ისლანდია: რივერა 1, გრიმსი 2, ბირგისონი 5, არონსონი 1, აგნარსონი 1, სიგურდსონი 7, ვალდიმარსი 9, ფინარსონი 7, ოსტერბერგი 1, ჯონსონი 1, სვიენსონი 2, კარკანსო 1, ტარკელსო 2.

ამ დროისათვის საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრები სატურნირო ცხრილში 2 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

1. გერმანია - 6 - 110-59

2. ისლანდია - 6 - 95-71

3. იაპონია - 2 - 72-82

4. ალჟირი - 2 - 76-97

5. საქართველო - 2 - 75-96

6. ჩილე - 0 - 76 - 99

საქართველოს 19-წლამდელ ხელბურთელთა ნაკრები მომდევნო მატჩს გერმანიის წინააღმდეგ, 12 აგვისტოს, 18:00 საათზე ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089336