კალათბურთი

0:35 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებულია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებული, გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდა.

მეორე ტურის დასკვნით მატჩში საბერძნეთის ნაკრებმა იტალია დამატებით დროში 73:70 დაამარცხა და ამ შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები დანარჩენი გუნდებისთვის მიუწვდომელი გახდა, რადგანაც დღევანდელ მეტოქეს იტალიას ორივე მატჩი აქვს წაგებული, ხოლო სერბეთთან და საბერძნეთთან საქართველოს მოგებული აქვს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ათენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი მოიგო და მესამე ტურის შედეგებს ამ მხრივ მნიშვნელობა აღარ ექნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე უკანასკნელ შეხვედრას დღეს თბილისის დროით 19 საათსა და 45 წუთზე იტალიასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.139404