საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აკროპოლისის თასის მესამე ტურის მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ იტალიასთან 10-ქულიანი სხვაობით, 31:41 მარცხდება.
ქართველთაგან ჯერჯერობით საუკეთესო გიორგი შერმადინია, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 6 მოხსნაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასი ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო და დღევანდელი ანგარიში ამ მხრივ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: შერმადინი, დიქსონი, მარკოიშვილი, ცინცაძე, ლონდარიძე;







