კალათბურთი

0:39 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: საფრანგეთმა გაილაღა, ფინეთმა დრამატულ მატჩში მოიგო, სლოვენია – ლიდერია

ევრობასკეტ 2017-ის A ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. საფრანგეთის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა და 36-ქულიანი სხვაობით გაანადგურა.

პირველი ტაიმი შედარებით თანაბრად მიმდინარეობდა და ფრანგებმა 7 ქულით იმარჯვეს, ხოლო მესამე პერიოდში საფრანგეთმა მეტოქე 23-ქულიანი სხვაობით დაჩაგრა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. საფრანგეთმა ჩრდილოელებს 115 ქულა ჩაუგდო და ასეთი შედეგი ამ ევრობასკეტზე არავის დაუფიქსირებია – 115:79.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ისლანდიელი ჯონ არნონ სტეფანსონი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა, 9 მოხნა და 2 გადაცემაა. ფრანგთაგან ნანდო დე კოლო (16 ქულა, 1 მოხსნა, 1 გადაცემა) და კევინ სერაპინი (14 ქულა, 4 მოხსნა) გამოირჩეოდნენ.

უდანაკარგოდ ასპარეზობს სლოვენიის ნაკრები, რომელმაც მესამე თამაში მოიგო და ჯგუფის ლიდერია. იგორ კოკოშკოვის გუნდმა საბერძნეთს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სლოვენიამ კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 10 ქულით მოიგო, თუმცა ბერძნებმა თამაში გამოასწორეს და შესვენებამდე სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს. მესამე პერიოდმა საბერძნეთის ნაკრების უპირატესობით ჩაიარა და 6 ქულით დაწინაურება მოახერხეს კიდეც, თუმცა დასკვნით მონაკვეთში სლოვენიამ ივარგა, 26:14 მოიგო და საბოლოო ჯამში 78:72 იმარჯვა.

სლოვენიელთაგან საუკეთესონი ლუკა დონჩიჩი (22 ქულა, 5 მოხსნა, 3 გადაცემა) და გორან დრაგიჩი (20 ქულა, 4 მოხსნა, 4 გადაცემა) იყვნენ, ხოლო ბერძენთაგან კოსტას სლოუკასი გამოირჩეოდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა, 3 მოხსნა და 6 გადაცემა შესძინა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ფინეთის და პოლონეთის დაპირისპირება გახლდათ. ფინელები შეხვედრის დასრულებამდე 90 წამით ადრე 9 ქულას აგებდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. გამარჯვებულის ვინაობა ვერც პირველ დამატებით პერიოდში გამოვლინდა, ხოლო მეორე დამატებით პერიოდში ფინელებმა 3 ქულით იმარჯვეს და საბოლოო ჯამში 90:87 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ფინელებმა დამატებით დროში მეორე შეხვედრა მოიგეს.

მასპინძელთაგან საუკეთესო ლაური მარკანენი იყო, რომელმაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. მან 27 ქულა, 9 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა, ხოლო პოლონელთაგან ენტონი დარელ სლაუგტერი (18 ქულა, 4 მოხსნა, 4 გადაცემა) და ადამ ვაჩინსკი (18 ქულა, 2 მოხსნა, 1 გადაცემა) გამოირჩეოდნენ.

საფრანგეთი – ისლანდია 115:79 (29:25; 20:17; 37:14; 29:23)

სლოვენია – საბერძეთი 78:72 (23:13; 12:17; 17:28; 26:14)

ფინეთი – პოლონეთი 90:87 (18:8; 18:24; 16:20; 14:14; 24:21)

სატურნირო მდგომარეობა

1.

სლოვენია

3

3

0

0

0

249:231

6

2.

საფრანგეთი

3

2

0

1

0

294:252

5

3.

ფინეთი

3

0

2

0

1

254:252

5

4.

პოლონეთი

3

1

0

1

1

259:241

4

5.

საბერძნეთი

3

1

0

0

2

249:234

4

6.

ისლანდია

3

0

0

0

3

201:296

3

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089888