ჩოგბურთი

13:04 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის საიუბილეო 50-ე გამარჯვება

დიდი სლემის 15-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობაზე 50-ე გამარჯვება მოიპოვა. რაფამ ტურნირის 1/8-ფინალში უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი 6:2, 6:4, 6:1 დააამარცხა (VIDEO). შეხვედრამ საათსა და 43 წუთს გასტანა.

რაფალემა 13 შესაძლებლობიდან 6 ბრეიკი შეასრულა, ხოლო უკრაინელმა 2-დან ვერც ერთი გამოიყენა.

ნადალს ამერიკის ღია პირველობაზე 50 გამარჯვება და 10 მარცხი აქვს, ტურნირზე ყველაზე მეტი მოგება (98) ჯიმი კონორსის ანგარიშზეა, მეორე პოზიციას 82 გამარჯვებით როჯერ ფედერერი იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170346