კალათბურთი

19:46 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: "მინდა, საქართველოს ნაკრებს ისევ ვემსახურო"

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს.

როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, მანუჩარს სურს, რომ საქართველოს მომავალშიც ემსახუროს.

"არსად განმიცხადებია, რომ სანაკრებო კარიერის დასრულება მსურს. ამას თუ გადავწყვეტ, აუცილებლად გავაგებინებ საზოგადოებას. ეს როდის მოხდება, ჯერ არ ვიცი, მანამდე კი მსურს, თუკი შანსი მომეცემა, საქართველოს ეროვნულ გუნდს, ჩემს ქვეყანას ვემსახურო და მომავალ, რთულ დაპირისპირებებში ბიჭებს შესაძლებლობის ფარგლებში გვერდში დავუდგე", - ციტირებს მარკოიშვილის სიტყვებს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, მანუჩარ მარკოიშვილის საქართველოს ნაკრებიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია, გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მისი სტუმრობის შემდეგ გავრცელდა.

მანამდე, სანაკრებო კარიერა დაასრულა ზაზა ფაჩულიამ, ასეთივე გადაწყვეტილების მიღებას აპირებს გიორგი ცინცაძეც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0937