კატალონიის “ბარსელონამ” უსმან დემბელე დიდი ხნით დაკარგა, მაგრამ სარგებელიც ნახა. საქმე ისაა, რომ “ბლაუგრანამ” ფრანგის ტრავმის გამო 10 მილიონი ევრო დაზოგა. კერძოდ, “ბარსას” “დორტმუნდისთვის” ბონუსის გადახდა მოუწევდა იმ შემთხვევაში თუ დემბელე სეზონში 55 მატჩს ჩაატარებდა, მაგრამ მძიმე ტრავმის მერე ეს გამოირიცხა.
შეგახსენებთ, “ბარსელონამ” უსმან დემბელეს სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაიხდა. ახალგაზრდა ფრანგი შემტევი კი, ლა ლიგის ბოლო ტურში “ხეტაფესთან” მატჩში დაშავდა და 4 თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.