სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:20 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და 337 დაშავებული

კატალონიის “ბარსელონასა” და “ლას პალმასის” შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. აღნიშნულის მიზეზი ბარსელონაში მიმდინარე რეფერენდუმია კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ. ესპანური მედიის ცნობით, არ წყდება დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. მათივე ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად უკვე დაშავდა 337 ადამიანი.

აქვე გეტყვით, რომ არჩევნებში მონაწილეობა “ბლაუგრანას” მცველმა ჟერარ პიკემ მიიღო და ტვიტერში ამის ამსახველი ფოტოც განათავსა.

“ბარსელონა” “ლას პალმასის” მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება. "ბარსელონა" უარს ამბობდა მატჩში მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ ლა ლიგა ამის წინააღმდეგი იყო და შესაბამისად, მასპინძლებმა უმაყურებლოდ თამაში გადაწყვიტეს.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092911