გრძელდება შიო ხეცურიანის წინასაარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი საკალათბურთო კლუბ "რუსთავს" და ქვემო ქართლის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ბევრი ვეტერანი დაესწრო. პრეზიდენტობის კანდიდატმა კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
შიო ხეცურიანი: "დამოუკიდებელი საქარათველოს საკალათბურთო ისტორიაში რუსთავს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამ კლუბის წარმომადგენლებთან, მოქმედ და ვეტერან კალათბურთელებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ისევე, როგორც - ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ რეგიონში კალათბურთის განვითარების შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე. აღსანიშნავია ასევე საკალათბურთო გუნდ "მარნეული-დელტა"-ს ხელმძღვანელობის ნაყოფიერი მუშაობა რეგიონში."
მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი







