“ატლეტიკოს” და “ბარსელონას” მოახლოებული დაპირისპირება, სტუმარი გუნდის გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.
როგორც მოგეხსენებათ, ეს კლუბები ერთმანეთს 14 ოქტომბერს, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შეხვდებიან. ცნობილი ესპანური გამოცემის Marca-ს ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობამ “ბარსელონას” შეატყობინა, რომ ლოგისტიკური პრობლემების გამო ისინი იმ რაოდენობის ბილეთს ვერ მისცემდნენ სტუმარ გუნდს, რამდენსაც თავდაპირველად დაპირდნენ.
საპასუხოდ, “ბლაუგრანამ” ბილეთებზე მოთხოვნა საერთოდ გააუქმა და კატალონიელი ქომაგები შეხვედრას ვეღარ დაესწრებიან.
გამორიცხული არაა, რომ “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობის ნაბიჯი სულ სხვა მიზეზით იყოს განპირობებული და კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმს უკავშირდებოდეს.









