კალათბურთი

21:29 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ნაკრები საკონტროლო მატჩებს ჰოლანდიასა და ბელგიაში ჩაატარებს

ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის ტურნირისთვის მზადების მიზნით, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები, მთავარი მწვრთნელის გია კაზანჯიანის ხელმძღვანელობით, ჰოლანდიასა და ბელგიაში საკონტროლო მატჩების ჩასატარებლად გაემგზავრა.

კაზანჯიანის შეგირდები 29 და 30 ივლისს ჰოლანდიელ თანატოლებს შეხვდებიან. ამის შემდეგ კი ბელგიაში გაემგზავრებიან, სადაც 31 ივლისს-3 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ნაკრები უკვე იყო ესტონეთსა და ბულგარეთში, სადაც 2-2 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. კაზანჯიანის გუნდმა ესტონეთში ერთი, ხოლო ბულგარეთში ორივე შეხვედრა მოიგო.

ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის ტურნირი 8 აგვისტოს დაიწყება და მას ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.150394