კალათბურთი

10:00 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი - უფრო მეტი ქულა, ვიდრე წუთი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მეოთხე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “უნიკახამ”. ანდალუზიელებმა საკუთარ მოედანზე “ბეტისს” ადვილად აჯობეს – 99:71.

მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში ამჯერად არ ყოფილა გიორგი შერმადინი, რომელმაც საბოლოოდ პარკეტზე 09:22 წუთი გაატარა. მიუხედავად არცთუ დიდი სათამაშო დროისა, ჩვენებურის ცუდად არ გარჯილა: 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი.

გიორგიმ ხუთიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოები ყველა გამოიყენა (4/4). რაც შეეხება მწირ სათამაშო დროს, ალბათ ეს ზედმეტი პერსონალური ფოლებით უნდა აიხსნა: არასრულ 10 წუთში 4 ფოლი მართლაც არაა ცოტა...

“უნიკახას” ოთხ თამაშში 3 მოგების წილ 1 მარცხი აქვს და მეექვსე ადგილზეა. მალაგელები მომდევნო მატჩს ლიგა ენდესაში 22 ოქტომბერს, მადრიდის “რეალთან” ჩაატარებენ. თუმცა, იქამდე, ევროლიგაშიც მოუწევთ ძალების მოსინჯვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08891