მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ 370 ადამიანს ფინანსურად დაეხმარა. აღნიშნულ ინფორმაციას ფეხბურთელის და, კატია ავეირო ავრცელებს.
შეგახსენებთ, მადეირაში ტყის ხანძრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, მადეირას ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში კრიშტიანუ აქტიურ მხარდაჭერასაც გამოთქვამდა.
რონალდუ სამშობლოში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალური ქსელიდანაც გამოეხმაურა:
“შეუძლებელია ამ ტრაგედიისადმი იყო გულგრილი. ლოსიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე, ჩემი მხარდაჭერა მეხანძრეებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ იმ ფასად, რომ დაეხმარონ სხვებს”, - დაწერა რონალდუმ.







