კალათბურთი

11:50 | 25.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერიამ” “ხარებს” მოუგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდმა” შინ “ჩიკაგო” 119:112 დაამარცხა. პირველი პერიოდი “ხარებმა” 38:28 მოიგეს, თუმცა დანარჩენი სამი მეოთხედი “კლივლენდის” უპირატესობით წარიმართა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 34 ქულა, 13 პასი, 3 ჩაჭრა და 2 მოხსნა შესძინა. “ჩიკაგოში” 25 ქულით ჰოლიდეი გამოირჩა. “კავალერიას” დერეკ როუზი აკლდა, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ESPN-ის ცნობით, დერეკი მომდევნო შეხვედრასაც (“ბრუკლინთან”) გამოტოვებს.

“კლიპერსმა” საკუთარ დარბაზში “იუტას” 102:84 აჯობა. მატჩში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლოს ანჯელესელებმა 33:15 მოიგეს. კალიფორნიელთა რიგებში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. დეანდრე ჯორდანმა ორმაგი დუბლი შეასრულა 11 ქულა, 18 მოხსნა. “იუტაში” 19 ქულით მიტჩელი გამოირჩა.

“კლივლენდი” – “ჩიკაგო” 119:112 (28:38, 37:30, 26:24, 28:20)

https://www.youtube.com/watch?v=m7Na_8mPVfA


“ორლანდო” – “ბრუკლინი” 125:121 (30:30, 31:31, 26:35, 38:25)

https://www.youtube.com/watch?v=KStmQvUOnx0

“ბოსტონი” – “ნიუ იორკი” 110:89 (30:17, 24:16, 23:27, 33:29)

https://www.youtube.com/watch?v=86GQdr96vxA

“მინესოტა” – “ინდიანა” 107:130 (20:33, 41:28, 23:37, 23:32)

https://www.youtube.com/watch?v=KxgWbQ9-Qik

“პორტლენდი” – “ნიუ ორლეანი” 103:93 (29:19, 18:29, 24:25, 32:20)

https://www.youtube.com/watch?v=bNULwHFerO4

“კლიპერსი” – “იუტა” 102:84 (27:20, 15:21, 33:15, 27:28)

https://www.youtube.com/watch?v=qgQSo1ERJrE


თეგებიNBA
0.16959