წლის შემაჯამებელ ტურნირზე ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. თეთრ ჯგუფში პირველ ადგილზე ჩეხი კაროლინა კლისკოვა გავიდა, ხოლო მეორე პოზიცია ვინუს უილიამსმა დაიკავა. ტურნირს გარბინიე მუგურუსა და ელენა ოსტაპენკო გამოეთიშნენ, რომლებმაც შესაბამისად 3-4 ადგილი დაიკავეს.
გადამწყვეტ შეხვედრაში ვინუს უილიამსმა გარბინიე მუგურუსა 7:5, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. ვინუსმა 13-დან 6 ბრეიკი შეასრულა, ხოლო მუგურუსამ 10-დან ოთხი.
ნახევარფინალში პლისკოვა და უილიამსი წითელი ჯგუფის საუკეთესო პირველ-მეორე ადგილს დაუპირისპირდებიან.







