მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ “ტოტენჰემთან” (1:3) მარცხის შემდეგ აღნიშნა, რომ “სამეფო კლუბი” გასულ სეზონში ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე ახლა.
მისი თქმით, პეპეს, ალვარო მორატასა და ხამეს როდრიგესის ჩანაცვლება კლუბმა ვერ მოახერხა.
“ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე. “რეალი” შარშან უფრო ძლიერი იყო. პეპე, მორატა და ხამესი ჩვენთან აღარ თამაშობენ და ეს დიდი დანაკლისია. ეს არაა გასასამართლებელი საბაბი, მაგრამ რეალობა ასეთია. ახლა გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები, მაგრამ მათ გამოცდილება აკლიათ”, - განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, მადრიდული გრანდი ლონდონში მარცხის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილზეა 7 ქულით და პირველ პოზიციაზე გასვლის შანსი თითქმის დაკარგა. სხვათა შორის, “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთი ბურთის მეტი სხვაობით 2008 წლის მერე პირველად წააგო.
გარდა ამისა, ზინედინ ზიდანის გუნდი ბოლო ორ თამაშში დამარცხდა.







