14-წლამდე ასაკის კალათბურთელთა შორის თბილისის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი თბილისის „იბერი“ გახდა. ამბროსი ორმოცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში „ჰიუნდაი 2“-ს 96:65 სძლია და დედაქალაქის პირველობა საპრიზო ადგილზე ჩაამთავრა.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, იბერიელებმა იოლად იმარჯვეს. მათ მეტოქე მეორე პერიოდში გატეხეს, რომელიც 37:19 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 25 ქულით გალიდერდნენ. „იბერმა“ საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ ორგანიზებული ტურნირის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
მატჩის შემდეგ პრიზიორები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა - დავით გოცირიძემ და მამუკა ლომიძემ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.
დღესვე გამოვლინდება თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული - ფინალური მატჩში ერთმანეთს „ჰიუნდაი 1“ და „დინამო“ ხვდებიან.
gbf.ge









