ფეხბურთი

22:45 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუდესკუ - ევროპა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი

"სტიაუას" შემტევი კონსტანტინ ბუდესკუ გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რუმინელმა ფეხბურთელმა მხარდამჭერთა ხმების 57% მიიღო. მეორე ადგილზე "ქონიასფორის" მცველი სელიმ აი (19%) გავიდა, ხოლო მესამეზე - "აუსტრიას" ნახევარმცველი დომინიკ პროკოპი.

ბუდესკუმ "ჰაპოელთან" ფრედ დასრულებულ (1:1) შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა. სულ კი რუმინელმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095342